ფერადი ჟელიბონები
შენი საყვარელი გემოები მხიარულ ფორმებში — პატარა ტკბილი მომენტებისთვის.
ფერადი ჟელიბონები, სახალისო ფორმები და პატარა ლუკმა ბედნიერება — შენთვის და მათთვის, ვინც გიყვარს.
აღმოაჩინე კოლექცია ↗შეათვალიერე ჩვენი ტკბილეული და მოგვიყევი, როგორი მიქსი გინდა.
შენი საყვარელი გემოები მხიარულ ფორმებში — პატარა ტკბილი მომენტებისთვის.
გულები, დათუნიები და სხვა საყვარელი ფორმები ერთ ტკბილ საჩუქარში.
დაგეგმე შენი საჩუქარი ↗დიდი ტკბილი გული პატარა ფერადი დეტალებით. გემო და ფასი შეთანხმდება შერჩევისას.
მოითხოვე დეტალები ↗
პატარა გოგრები, ღამურები და ჯადოსნური ფორმები. შეარჩიე ჰელოუინის კოლექცია მეგობრებთან გასაზიარებლად ან შენი წვეულებისთვის.
დაგეგმე ტკბილი მიქსი ↗ყველა ფასი მოცემულია 100 გრამზე. მოძებნე საყვარელი გემო ან აირჩიე კატეგორია.
ასეთი გემო ვერ მოიძებნა. სცადე სხვა სიტყვა.
ვეგანური და სტევიით მომზადებული ვარიანტები მზადდება მხოლოდ შეკვეთით: მინიმუმ 100 გრამი თითო სახეობაზე, +1 ₾ ყოველ 100 გრამზე.
17 სმ · 1000–1200 გრამი
ასევე გვაქვს ბევრი სხვა დიდი ფორმა. სასურველი ფორმა და გემო მოგვწერე შენიშვნაში.
დიაპაზონში მითითებული ზუსტი ფასი შერჩეული ვარიანტით განისაზღვრება.
დაამატე გემოები, მიუთითე გრამაჟი და ნახე სავარაუდო ჯამი კურიერთან ერთად.
მოამზადე შეკვეთა და აირჩიე, სად მოგვწერ: WhatsApp-ზე (591 920 999) ან Messenger-ში. გაგზავნას თავად უნდა დააჭირო. ხელმისაწვდომობასა და ჩარიცხვის მონაცემებს ჩატში მოგწერთ. შეკვეთა ფორმდება თანხის ჩარიცხვის შემდეგ. დიდი ფორმების ფასი ჯამში არ შედის — მიუთითე შენიშვნაში.
გადახდა: ანგარიშზე ჩარიცხვა. საბოლოო თანხასა და ანგარიშის მონაცემებს შენ მიერ არჩეულ ჩატში შეგითანხმებთ. საიტზე ბარათის მონაცემები არ შეიყვანო.
აირჩიე ერთ-ერთი არხი. შეკვეთა ავტომატურად არ იგზავნება.
WhatsApp / WhatsApp Business ↗Messenger-ში მოწერა ↗Messenger-ის ღილაკი ტექსტს დააკოპირებს და ჩვენს ჩატს გახსნის. ჩატში ჩასვი ტექსტი და გამოგვიგზავნე. თუ კოპირება არ იმუშავებს, გამოიყენე ქვემოთ „ტექსტის კოპირება“.
თუ ჩატი არ გაიხსნა, გახსენი საიტი Safari-ში ან Chrome-ში. „აპის არჩევა / გაზიარება“ გაძლევს ხელმისაწვდომ აპებში გაზიარების საშუალებას: აირჩიე WhatsApp ან WhatsApp Business და მიმღები +995 591 920 999. შეგიძლია ტექსტიც დააკოპირო და ჩასვა სასურველ აპში. გაგზავნას თავად უნდა დააჭირო.
BM.GE-ის სტატიაში გაეცნობი Jellius-ის შექმნის ისტორიას, ჟელიბონების წარმოებასა და ბრენდის განვითარების გეგმებს.
წაიკითხე სტატია BM.GE-ზე ↗სტატია ინგლისურ ენაზეა.
შეინახე მაცივარში ♥
შეკვეთა ფორმდება თანხის ჩარიცხვისთანავე და ბარდება 2–3 სამუშაო დღეში. ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზით შესაძლოა 1–2 დღით დაგვიანება, რის შესახებაც წინასწარ გაგაფრთხილებთ. 19:00-ის შემდეგ მიღებული შეკვეთა მომდევნო დღის შეკვეთად ითვლება.
საკურიერო არიგებს შეკვეთებს 15:00–23:00 საათებში. ზუსტ დროს წინასწარ ვერ გეტყვით. კურიერი მოდის სადარბაზომდე; შეკვეთის მისაღებად უნდა ჩამოხვიდე. გამონაკლისის საჭიროებისას წინასწარ მოგვწერე, რომ კურიერი გავაფრთხილოთ.
თუ პროდუქტი მარაგში გვაქვს, იმავე დღეს დილივერით ვგზავნით. ხელმისაწვდომობა და ამ გზით მიწოდების ფასი შეკვეთისას დააზუსტე.
კურიერის თანხა შეგიძლია თავად კურიერს გადაუხადო ან შეკვეთის თანხასთან ერთად ჩარიცხო. პროდუქტის შეკვეთა თანხის ჩარიცხვისთანავე ფორმდება.
დიახ, მხოლოდ შეკვეთით. მინიმალური რაოდენობა თითო სახეობაზე 100 გრამია; ღირებულება ჩვეულებრივ ფასზე 1 ლარით მეტია ყოველ 100 გრამზე. კონკრეტული გემოს მომზადების დეტალები წინასწარ შეათანხმე.
ტკბილეული ინახება მაცივარში. ასორტიმენტში არის თხილეულის, ნიგვზის, ნუშის, ნაღებისა და ალკოჰოლის შემცველი სახეობები. კონკრეტული პროდუქტის სრული შემადგენლობა და ვარგისიანობის ვადა შეძენამდე დააზუსტე.
პატარა ლუკმა. დიდი ღიმილი.